(VIDEO) ,,ჩემი ანაფორა დაუფინეთ არ შესცივდეთო“ – სოსო ოხანაშვილი 2008 წელს ცხინვალში პატრიარქის ჩასვლის დეტალებს ჰყვება

მე არ ვიყავი პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა – პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი პატრიაქთან მის ურთიერთობას ემოციურად იხსენებს და აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონში ილია მეორეს ჩასვლის დეტალებს ,,პოსტსკრიპტუმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება.

,,მის უწმინდესობასთან ვისაუბრე და ვუთხარი რომ მოეცა ლოცვა-კურთხევა წავსულიყავი ამ თანამდებობიდან, მან მომცა ამის ნებართვა. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. დრო ყველაფრის მკურნალიაო მაგრამ ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი გასახსენებელი, მე არ ვიყავი პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა.

გენერალი ბორისოვი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩვენ მივხედავთ არ არის საჭრო ჩამოსვლა, მაგრამ პატრიარქი მაინც ჩავიდა, როცა ჩავედი და ვანხე, მე ვუთხარი აპტრიარქს, რომ არ უნდა გადმოსულიყო მანქანიდან, მაგრამ პატიარქის გადმოვიდა და მითხრა – ჩემი ანაფორა დაუფინეთ არ შესცივდეთო“ – იხსენებს სოსო ოხანაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=01hGTNtgAKA

banner
წინა სტატიაში(video) პატრიარქი: ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს
შემდეგი სტატია(Video) შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა – ოხანაშვილი