ჩემი ან კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება, თუ საქმიანობას არ გააგრძელებს

იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა, რომ ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის საქმიანობის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ქმედებები მიმართულია „სახელმწიფოს გაჩერებისკენ“.

„სერიოზული განზრახვა იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, რომ ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის საქმიანობის, რაც დანაშაულია. მით უმეტეს, ეს დანაშაული ემოციით არის გამოწვეული. ამავე დროს ორგანიზებულია საკმაოდ ტრადიციული ჯგუფის მიერ და მომართული სახელმწიფოს გაჩერებისკენ, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებდა. ჩემი ან ჩემი კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმ უხერხულობასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება თუ საქმიანობას არ გააგრძელებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესსა და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია : ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე