“ჩემი აცილება მოითხოვა 9 მოსამართლემ…დავაკვირდეთ, რას მიიღებენ ისინი ამისათვის ჯილდოდ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში, მოსამართლეების მხრიდან მისი აცილების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობებს ეხმაურება და წერს:
“აცილებების სპექტაკლი, როგორც გასაუბრების პროცესის დიაგნოზი:
დღემდე გასაუბრებებზე გამოვიდა 33 მოსამართლე. აქედან ჩემი აცილება მოითხოვა 9 მოსამართლემ. გიორგი გოგინაშვილმა, რევაზ ნადარაიამ, მერაბ ლომიძემ, ლეილა მამულაშვილმა, ილონა თოდუამ, ნუგზარ მგელაძემ, ნინო ონიანმა, მალხაზ ოქროპირაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა.
– ყველა მათგანმა მოითხოვა სხდომის დახურვა და აცილება ისე დააყენა.
– ისინი მანამდე, თუნდაც გახმაურებულ პროცესებზე, არ ჩნდებოდნენ და ახლაც არ ჩნდებიან მედიასთან და არ იძლევიან კომენტარებს. ახლა კი, როგორც ჩანს, იგრძნეს უფლება რომ საჯაროდ მაკრიტიკონ.
– რამდენიმე მათგანს ჩემს კითხვაზე, რომლის დასმაც მოვასწარი სანამ აბობოქრდებოდნენ საბჭოს მოსამართლე წევრები, ვერ დაასახელა სად და როდის ნახა ჩემი განცხადება. ან რა ეწერა იქ.
– ყველაზე საინტერესოა და დავაკვირდეთ, რას მიიღებენ ისინი ამისათვის ჯილდოდ. რამდენი გადაინიშნება უვადოდ ან მიიღებს სხვა ფორმის წახალისებას.
– 24 მა მოსამართლემ არ დააყენა ჩემი აცილება. მადლობა მათ, რომ არ ჩათვალეს რომ საშიში იყო ჩემი კითვები მათ გამოცდილებასთან დაკავშირებით და რომ არ დაიწყეს ვიღაცეების წინაშე ქულების ჩაწერა ჩემი კრიტიკით.” წერს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო თასი თბილისშია
შემდეგი სტატიაპრემიერი: ქართველმა განმანათლებლებმა გვირგვინი დაადგეს ეროვნულ განათლებას