ჩელიაბინსკის ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა, ცხრა ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსეი ტექსლერმა განაცხადა.

„ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების ცხრა ფაქტი. ხუთი ადამიანი დაშავდა და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს მათი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ“, – დაწერა ტექსლერმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდას იწყებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ. ამის შემდეგ ხანძრის კერასთან მეორე აფეთქება მოხდა. არსებობდა უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის ვერსია, თუმცა არ დადასტურდა.

გუბერნატორის თქმით, მოსახლეობას ან სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაში“როსნეფტი” და “ლუკოილი” დასანქცირებულია, რა მოხდება შემდეგ – რომან გოცირიძე განმარტავს
შემდეგი სტატიაპარტიების აკრძალვაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დღეებში შევა – კობახიძე