ჩეხი ევროდეპუტატი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

1ევროპარლამენტარი იიჟი მაშტალკა ამბობს, რომ სამართლიანი იქნება, თუკი კიევს მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში სანქციებს დაუწესებენ.
“მსოფლიო სამართლიანი რომ ყოფილიყო, უკრაინის წინააღმდეგაც იქნებდა სანქციები. მეტიც, იმოქმედებდა საერთაშორისო ტრიბუნალი იმის შესაფასებლად, რაც მოხდა ოდესაში, ან უკრაინის სხვა ნაწილებში. მაგრამ სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ორმაგ სტანდარტებს იყენებს” – თქვა მაშტალკამ.
მან ამასთანავე, დაამატა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდება, რადგანაც ევროკავშირში “რუსოფობიული ატმოსფეროა”.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში უკრაინამ, რუსეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ე.წ. მინსკის ხელშეკრუელბას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმების გატარებას და სხვა მუხლებს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიSOS!!! ვინ გადასცა გრიფით საიდუმლო მასალები რუსულ სპეცსამსახურს?!
შემდეგი სტატიანატოს ავიაცია და ფლოტი ესტონეთშია