ჩეხეთში უსახლკაროების ვაქცინაცია დაიწყო

ჩეხეთის არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც ხსნის არმია ხელმძღვანელობს, უსახლკარო მოსახლეობისთვის ვაქცინაციის კამპანია დაიწყეს.
“დედაქალაქში ბევრი ადამიანია, რომელთაც იმუნიზაციის კამპანიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან წვდომა არა აქვთ. მობილურ ჯგუფებთან ერთად ამ ადამიანებზე ჩვენ ვიღებთ მზრუნველობას” – მილანა იონოვამ თქვა, რომელიც სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხების მრჩეველია პრაღის ადმინისტრაციაში. ვაქცინაციის ხარჯებს პრაღის თვითმმართველობა დაფარავს.
რადგანაც უსახლკაროები ხშირად გადაადგილდებიან და ერთი ადგილიდან მეორეზე მოძრაობენ, ვაქცინა, რომელსაც მათ ასაცრელად გამოიყენებენ “ჯონსონი და ჯონსონი” იქნება.

უსახლკაროთა აცრის პროგრამა ჩეხეთის სხვა ქალაქებში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა