ჩეხეთში ქარიშხალს ემსხვერპლა და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი

ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 ივნისს დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. “სამწუხაროდ, ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილები არიან, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა. შეფასება, ამ ეტაპზე, ადრეა, რადგანაც დანგრეული სახლების ნანგრევების ქვეშ ჯერ ისევ არის ხალხი” – ადგილობრივი საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა ჩეხეთ-სლოვაკეთის საზღვარზე მდებარე გორონინა.

ქარიშხალის გამო, რომელმაც ჩეხეთს გადაუარა, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი ბაბიში ევროკავშირის სამიტის შემდეგ იძულებული გახდა ბრიუსელში დარჩენილიყო, რადგანაც თვითმფრინავის პრაღაში დასმა შეუძლებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური პრემიერს: როდის წარმოადგენს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას
შემდეგი სტატია“ვგეგმავთ წარვსდგეთ რეკომენდაციით, Pfizer-ით ვაქცინაციაში 16 წელს ზემოთ მოზარდები ჩავრთოთ”