ჩეხეთში ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დავძლიეთ – იმავეს გისურვებთ – გრეგოროვა კობახიძეს

ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც ჩეხეთში ევროპარლამენტარის რეიტინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, “გრეგოროვამ ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა, ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში”. გრეგოროვას თქმით, ჩეხეთის დემოკრატიამ მრავალფეროვნებითა და თანხმობით ოლიგარქის მოშორება შეძლო – სწორედ ამას უსურვებს ევროპარლამენტარი საქართველოს.

“დიახ, ჩვენი ჩეხეთის ახალაგაზრდა დემოკრატია ამაყობს საკუთარი მრავალფეროვნებით. გვაქვს რა ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომელმაც ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დაძლია. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომლებიც საზოგადოების მრავალფეროვნებას წარმოადგენენ”. – წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაომბუდსმენის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანის” წევრები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ