ჩეხეთში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 13 დეკემბერს, ჩეხეთში მცხოვრები ქართველები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ პრაღაში, ევროპარლამენტის ოფისის შენობის წინ, საქართველოს სოლიდარობის გამოსახატად, რუსული რეჟიმის დასაგმობად და ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” წევრების დასანქცირების მოთხოვნით.

სოლიდარობის აქციას უკრაინისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

“იმავე შენობაში არის ორგანიზაცია “ჩვენ ერთად ვართ ევროკავშირი” და მისმა თანამშრომელმა შემოგვთავაზა, რომ გადაგვეღო შიგნით ფოტოები და დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოთხოვნები, აღნიშნული ფოტოები კი განთავსდებოდა მათ ვებგვერდზე და მისი ნახვა 24 საათის განმავლობაში შეგვეძლებოდა”, – ყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის დასრულების შემდეგ, ქართველებმა დროშებითა და ბანერებით გადაინაცვლეს 1989 წლის რევოლუციის მემორიალთან.

“როგორც ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობს პოლიცია, ისე იძალადეს აქაურმა პოლიციელებმაც 1989 წელს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი- “ევროკავშირში საქართველოს საკითხზე დისკუსია გაიმართება…შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ”
შემდეგი სტატიაოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება