ჩეხეთში ბომბის შესახებ ინფორმაციის შემდეგ შსს-ს შენობის ევაკაუცია მოხდა

ჩეხეთის შსს-ში პოლიცია და სახანძრო სამსახურები ოპერაციას ატარებენ, რომელიც შენობაში ბომბის შესახებ შემოსული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო – novinky.cz ავრცელებს. “ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მიმდინარე მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ევაკუირებულია. უსაფრთხოების ზომები გრძელდება” – სამინისტროს “ტვიტერზე” წერია.
ათობით პოლიციელის გარდა ადგილზე მეხანძრეები და გამნაღმველები მუშაობენ.
ინფორმაცია განახლდება.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატობაზე – ეს გახლავთ მიზანმიმართულ ჭორი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ოპონენტებს ნუ ეგონებათ, რომ სადმე შორს მივდივართ