ჩეხეთში აუცრელი მოქალაქეები ბარებსა და რესტორნებში ვეღარ შევლენ – ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პარალელურად, ქვეყანაში შემთხვევები გაიზარდა

ჩეხეთში აუცრელი მოქალაქეები ბარებსა და რესტორნებში ვეღარ შევლენ – ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პარალელურად, ქვეყანაში შემთხვევები გაიზარდა

ჩეხეთში, კოვიდის გავრცელების შესაკავებლად, ახალ შეზღუდვებს აწესებენ. ქვეყანაში ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 22 479 შემთვევა დაფიქსირდა.
ჩეხეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია – სრულად ვაქცინირებული ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 57.6 პროცენტია.
როგორც “ევრონიუსი” წერს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 22 ნოემბრიდან არავაქცინირებულები აღარ დაიშვებიან საჯარო ღონისძიებებზე, ვეღარ შევლენ ბარებსა და რესტორნებში, სასტუმროებში კი მხოლოდ ტესტის პასუხის შესაბამისად დაიშვებიან.
შეზღუდვები არ გავრცელდება იმ არავაქცინირებულ პირებზე, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვუყურებ სერიოზულად და არ მაქვს ხოლმე მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებულს იტყვის
შემდეგი სტატიაპროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა