ჩეხეთმა რასიზმის წინააღმდეგ გაეროს კონფერენცია დაბლოკა

ჩეხეთი მონაწილეობას არ მიიღებს გაეროს რასიზმის წინააღმდეგ კონფერენციაში, რომელიც სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართება – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულხანეკმა თქვა. “ეს გადაწყვეტილება ანტისემიტიზმის შესახებ ისტორიული შეშფოთებისა და პლატფორმის ისრაელზე არასწორი თავდასხმის გამო მივიღე” – მინისტრმა თქვა და დაამატა, რომ საკუთარი ქვეყანა გააგრძელებს რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კულხანელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროსაბჭოდან საკუთარ კოლეგებს და ისრაელის სააგრეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კულხანეკის თქმით, ევროკავშირის უმეტესმა ქვეყნებმა ისრაელთან თანამშრომლობის გაფართოებას დაუჭირა მხარი.
მან, ასევე, მოწოდება გააკეთა აღადგინონ ევროკავშირი-ისრაელის ასოცაციის საბჭოს შეხვედრები, რომლის ოფიციალური სხდომები 2012 წლიდან არ ჩატარებულა.

ნიუ-იორკის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე, უარი თქვეს, ასევე, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
შემდეგი სტატიაკიევმა პუტინის სტატიაზე კომენტარი გააკეთა