ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ “ნოვიჩოკის” წარმოების შესახებ პრეზიდენტის ინფორმაცია უარყო

ჩეხეთის რესპუბლიკა ტესტებს ატარებს და მუშაობს ნივთიერებაზე, რომელიც “ნოვიჩიკის” ჯგუფს განეკუთვნება, მაგრამ იმ რაოდენობით, რასაც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენცია არ კრძალავს და ეს წარმოებად არ ითვლება – ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნივთიერებაზე მუშაობა მიმდინარეობს სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. მასზე მუშაობის მიზანი კი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა – ნათქვამია განცხადებაში. ნივთიერება ცდების ჩატარებისთანავე ნადგურდება ინსტრუქციის შესაბამისად. სამინისტროს განცხადებაში საუბარია А-230 აგენტზე.
მასზე საუბრობდა 3 მაისს ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი. მან განაცხადა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლითაც ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, იწარმოებოდა და ინახებოდა ჩეხეთში. “ჩვენ ვაწარმოებდით და ვინახავდით “ნოვიჩოკს”, მართალია, არა დიდი ოდენობით, მაგრამ მაინც. ჩვენ ვიცით სად და როგორ. საჭირო არ არის ფარისევლობა, ამაზე ტყუილის თქვა არ არის საჭირო” – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

“ნოვიჩოკით” მოწამლული სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ 4 მარტს იპოვეს ლონდონთან ახლოს, ქალაქ სოლსბერიში. იულია სკრიპალი რამდენიმე კვირის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან. უკანასკნელი დღეების მანძილზე მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ თავიანთი ხელმძღვანელის სიტყვები “ნოვიჩოკთან” დაკავშირებით უარყო
შემდეგი სტატიაშენს სულს ვენაცვალე, მამი,ძალიან ძნელია უშენობა, მამი….