ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინა და პოლონეთი თუ არ შერიგდებიან, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით

უკრაინა და პოლონეთი თუ არ შერიგდებიან, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით, – ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნიხოვამ განაცხადა.

ჩერნიხოვამ აღნიშნა, რომ პოლონეთი მისი მეორე სამშობლოა, ამიტომ კარგად იცნობს პოლონელების მენტალიტეტს.

„ამაყი, მებრძოლი და მამაცი ხალხი, რომლებიც არავის აძლევენ მათთვის ყვირილისა და ბრძანების უფლებას. ეს დადასტურებულია ისტორიით. პოლონეთის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, ბოდიში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ჩერნიხოვამ.

ამასთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებმა „სიამაყე გვერდით უნდა გადადონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ბოდიში მოიხადონ, ამოისუნთქონ და გააგრძელონ წინსვლა. „ეს უნდა მოხდეს მალე და ორივე მხარეს ვთხოვ ამის გაკეთებას. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ, ყველა წავაგებთ“, – აღნიშნა ჩერნიხოვამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ყარაბაღში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 500 000 ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის