ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი – მრცხვენია გაერო-ს გამო, მოდით დავტოვოთ ის

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორში ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ჩეხეთს გაერო-ს დატოვებას ურჩევს.

„სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1400-ზე მეტი ისრაელელი დახოცა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას წინ მკაფიოდ და სრულად მხოლოდ 14 ქვეყანა აღუდგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც! მრცხვენია გაერო-ს გამო. ჩემი აზრით – ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, დავტოვოთ ის“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-რუსეთის ომი ჩიხშია, უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიათალაკვაძე – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე განვიხილავთ და მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას