ჩეხეთის სენატი რუსეთთან მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების მოწოდებას აკეთებს

ჩეხეთის სენატმა ვრბეტიცეში აფეთქების საქმის გამოძიების მასალების გამოქვეყნების შემდეგ მთავრობას მოუწოდა რუსეთთან გაფორმებული მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება გააუქმოს. ასევე, პრაღაში რუსეთის ფედერაციის საელჩოში მაქსიმუმამდე შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა – “დოიჩე ველე” ჩეხურ გამოცემებზე დაყრდნობით წერს. შესაბამის რეზოლუციას 72 სენატორიდან 67-მა დაუჭირა მხარი. სულ ჩეხეთში 81 დეპუტატია.

ჩეხი სენატორების აზრით, 2014 წელს ვრბეტიცეში, სამხედრო იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში რუსი სპეცსამსახურების მონაწილეობა უნდა შეფასდეს როგორც “სახელმწიფო ტერორიზმის აქტი”, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, ანუ, მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული.
გარდა ამისა, სენატი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს “ვრბეტიცეს საქმე” გაეროს უშიშროების საბჭოში და ნატოში განიხილოს, მოკავშირეებს კი თანადგომისკენ მოუწოდოს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე და თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, ვამბობდით, ნუ ცანცარებთთქო
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დავით სურმავა განიხილება?!