ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ხასიათით

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

უწყება “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ და როგორც დემოკრატიული ღირებულებები, ასევე კანონის უზენაესობა დაიცვან.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ხასიათით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს”. – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე: მივიღე გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე, რომელიც “ოცნებას” კვორუმის შექმნაში დაეხმარა, ჩვენი რიგებიდან გაირიცხოს