ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოში ჩატარებული “თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს” წარმოადგენს და ივანიშვილის რეჟიმს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. კენჭისყრას აკლდა თავისუფლება და გამჭვირვალობა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ.” – წერია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე ვრცელდება.

















