ჩეხეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობდა “ნოვიჩოკის” შექმნაში

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლითაც ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, იწარმოებოდა და ინახებოდა ჩეხეთში – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 3 მაისს ჩეხურ გამოცემა Irozhlas განუცხადა – რუსული “ლენტა” წერს. “ჩვენ ვაწარმოებდით და ვინახავდით “ნოვიჩოკს”, მართალია, არა დიდი ოდენობით, მაგრამ მაინც. ჩვენ ვიცით სად და როგორ. საჭირო არ არის ფარისევლობა, ამაზე ტყუილის თქვა არ არის საჭირო” – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

12 აპრილს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, ამასთანავე, მოხსენებაში არ წერია სიტყვა “ნოვიჩოკი”. ბრიტანეთმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, როგორც “ნოვიჩოკის” მწარმოებელი ქვეყანა. მაშინ ჩეხეთმა უარყო, რომ ისინიც აწარმოებდნენ ნივთიერებას.
სკრიპალები უგონოდ 4 მარტს იპოვეს ლონდონთან ახლოს, ქალაქ სოლსბერიში. იულია სკრიპალი რამდენიმე კვირის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან. უკანასკნელი დღეების მანძილზე მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალები
შემდეგი სტატიაე.წ. გირგვლიანის შესწორებები – სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან