ჩეხეთის პრეზიდენტი – თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება

თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

„თუ ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნების შესაძლებლობას ხელიდან გავუშვით, მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო ხელსაყრელი იყოს მოსკოვისთვის. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება“, – განაცხადა პაველმა.

პაველმა აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პრინციპული თვალსაზრისითაც აფასებს.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება, ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში