ჩეხეთის პრეზიდენტი მართებულად მიიჩნევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი მართებულად მიიჩნევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას და უკრაინელი სამხედროების წვრთნაში ჩეხეთის ჩართვას.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომელიც 24 თებერვლამდე პრორუსულად ითვლებოდა, ტელეარხის CNN Prima News-ის ეთერში განაცხადა.

„დიახ, მე დავთანხმდებოდი როგორც იარაღის მიწოდებას, ასევე უკრაინელი სამხედროების მომზადებას… უკრაინაში რუსული აგრესია რომ არ ყოფილიყო, ამას არ დავთანხმდებოდი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის ოლქში სლავიანსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაუკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება