ჩეხეთის პრემიერმა ორბანის მიერ ლგბტ თემის წინააღმდეგ მიღებულ კანონს მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ხელს არ მოაწერს ევროკავშირის 18 წევრი სახელმწიფოს წერილს, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს მხარს უჭერს – წერილი სადავო უნგრული კანონის პასუხად მიიღეს, რომელიც ბავშვებში ლგბტ საკითხებზე საუბარს კრძალავს.

“არ ვიცი ეს რატომ უნდა გავაკეთო” – თქვა ბაბიშმა შეკითხვაზე, რომელიც პარალმენტში მიმდინარე დებატებზე დაუსვეს მას.
“მათ (სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს) რაღაც უფლებების მიღება სურთ… არ ვიცი ჩვენ რატომ უნდა ჩავერიოთ უნგრულ კანონებში. ბავშვებს მშობლები უნდა ზრდიდნენ და არა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები” – თქვა ჩეხეთის პრემიერმა და დაამატა, რომ მას პრობლემები არა აქვს ჰომოსექსუალიზმთან და რომ მას მათ შორის რამდენიმე მეგობარი ყავს.

უნგრეთში 8 ივლისს ძალაში შევიდა სადავო კანონი, რომელიც სკოლებში ლგბტ თემსა და სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. გარდა ამისა, კანონი შესაბამის საკითხზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და მსხვილი კომპანიების მიერ ჰომო და ტრანსსექსუალი პირებისადმი სოლიდარობის გამოხატვას კრძალავს. იკრძალება, ასევე, წიგნები, რომლებიც ჰომო და ტრანსსექსუალობაზე ინფორმაციას შეიცავს.
კანონის ოფიციალური მიზანია არასრულწლოვნების დაცვა, თუმცა, აქტივისტები მას ლგბტ-თემზე დარტყმას უწოდებენ. კანონის გამო ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ევროპარლამენტი ბუდაპეშტს ფინანსური დახმარების შემცირებით ემუქრება.

უნგრეთის მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კანონი მშობლებს უფლებას უბრუნებს თავად გადაწყვიტონ როგორ აღზარდონ საკუთარი შვილი.

banner
წინა სტატიაში“ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა ხელისუფლების არაადეკვატურობის პიკია”
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურია- მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ცდილობენ