3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ჩეხეთის პრემიერის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი გზა, ევროპის მიერ რუსეთთან დიალოგის განახლებაა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბაბიშის თქმით, ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფიქრობს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დახმარებით არის შესაძლებელი.

„ეს მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ინტენსიურია. მაქვს განცდა, რომ ისინი ომის დასრულების, რაიმე სახის გრძელვადიან გადაწყვეტას უახლოვდებიან, მაგრამ ევროპას ამის გაკეთება ტრამპის გარეშე არ შეუძლია“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბაბიშის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთთან დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ერთადერთი გზაა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ.

banner
წინა სტატიაში10 000-მდე გერმანელი ირანელი ხალხის მხარდასაჭერად – საპროტესტო აქცია ბერლინში
შემდეგი სტატიარკინიგზის ქსელზე თავდასხმებმა იტალიაში მძიმე სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია