ჩეხეთი უკრაინას სადაზვერვო თვითმფრინავებს გადასცემს

ჩეხეთის ხელისუფლებამ უკრაინული სამხედრო თვითმფრინავების „ბივოის“ მიწოდება გადაწყვიტა. ისინი გამოიყენება დაზვერვისთვის.
ამის შესახებ RBC-Ukraine ჩეხურ გამოცემა STK-ზე მითითებით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ უკრაინაში დრონების მთავარი ამოცანა იქნება უკრაინული არტილერიისთვის მონაცემების მიწოდება. ამავდროულად, თვით უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ვიდეოსათვალთვალო კამერით და იწონის დაახლოებით 25 კილოგრამს.
ასევე, გამოცემის ცნობით, დრონის რადიუსი 60 კილომეტრია. უკრაინელი სამხედროები უკვე გაწვრთნილი არიან ახალი ტექნიკის გამოყენებაში.

banner
წინა სტატიაშისაზღვაო ძალების სარდალმა ნეიჟპაპას ნატოს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიააშშ-ის დაზვერვა ამბობს, რომ პუტინი კვლავ გეგმავს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობას – Reuters