ჩეხეთი სპეცსამსახურებსა და შსს-ზე კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

ჩეხეთის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური, 2017 წლის ჯამურ მოხსენებაში, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და “გრუს” კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ჰაკერების ერთ-ერთი მიზანი შსს იყო, მეორე კი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. მოსკოვს ევროპის სხვა ქვეყნებიც ადანაშაულებდნენ ჰაკერულ თავდასხმაში.
ყველაზე ძლიერი თავდასხმა 2016 წლის დასაწყისიდან 2017 წლის დასაწყისამდე გრძელდებოდა – მოხსენებაშია ნათქვამი. ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სმინისტროს თანამშრომლების 150 საფოსტო ყუთიდან წერილების დაკოპირება შეძლეს. “ამდაგვარად, მათ მიიღეს მონაცემები, რომელიც, შესაძლებელია, მომავალი კიბერშეტევისთვის გამოიყენონ” – მოხსენებიდან ნაწყვეტს “ბიბისი” აქვეყნებს.
ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც თავდასხმების უკან დგას, 2000 წლიდან არის ცნობილი. მათი მსხვერპლი გახდნენ ბუნდესტაგი, აშშ-ს დემოკრატიული პარტია, ნატო და ფრანგული ტელე-არხი TV5 Monde.
რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ მოხსენებაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიბერლინმა 2 მილიარდ ევრომდე გამოყო ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად
შემდეგი სტატიააშშ ჯორჯ ბუშს ეთხოვება