ჩეხეთი სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზად არის

იმ შემთხვევაში , სირიაში, თუ საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ჩეხეთის არმია მზად არის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 200 ადამიანი გაგზავნოს.
ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, მარტინ სტროპნიცკიმ „რადიო პრაღას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს 200 ადამიანი , სამხედრო ექიმები და ქიმიური დაცვის სპეციალისტები იქნებიან.

თავისმხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, ჩეხეთის ელჩმა ნატოში ირჟი შედივიმ განაცხადა, რომ ალიანსი „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ სახმელეთო ოპერაციას არ გეგმავს, თუმცა მისივე თქმით, „არცერთი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება.“

banner
წინა სტატიაშიკანადამ ბრიუსელში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიასაქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა