ჩეხეთი ბოშებს იძულებითი სტერილიზაციის გამო კომპენსაციას გადაუხდის

პარასკევს ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი ბოშა ქალებისთვის კომპენსაციის გამოყოფის შესახებ, რომელთაც საკუთარი ნების გარეშე სტერილიზაცია ჩაუტარდათ.
ვარაუდობენ, რომ კომპენსაციის მოთხოვნა ერთდროულად 400 ბოშას შეუძლია – ფულადი დახმარება განსაზღვრულია 300 000 კრონით (დაახლოებით 43 ათასი ლარი).
დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე, კომუნისტების დროს ბოშების სტერილიზაცია ნახევრად ოფიციალურად ხდებოდა. კომუნიზმის დანგრევიდან, 1989 წლიდან პრაქტიკა მაინც გაგრძელდა.

კომპენსაციის უფლება მიიღეს ქალებმა, რომლებიც იძულებულები იყვნენ პროცედურა 1966-2012 წლებში ჩაეტარებინათ. მათ კანონის ძალაში შესვლიდან სამი წელი ექნებათ თანხის გამოსათხოვად.

კანონპროექტი უნდა მიიღოს პარალმენტის ზედა პალატამ, სენატმა და ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა.
2009 წელს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქალებს ბოდიში მოუხადა, თუმცა, კომპენსაცია არ გადაუხდიათ.

banner
წინა სტატიაშიინდოეთმა 300 მილიონი დოზა არასერთიფიცირებული ვაქცინა შეუკევთა
შემდეგი სტატიაგერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს