ჩეხებმა მიგრანტების კოტრაბანდისთვის 12 პირი დააკავეს

ჩეხეთის პოლიციამ 12 პირი დააპატიმრა მიგრანტების კოტრაბანდის ბრალდებით. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოქალაქეებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდნენ – “რადიო პრაღა” ავრცელებს. თუკი დაკავებულებს ბრალს დაუმტკიცებენ, მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ – პარასკევს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის პრეს-მდივანმა იაროსლავ იბერეიმ გაავრცელა.

ეჭვმიტანილები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხდა, რომ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახდა ჩეხი, პოლონელი, სლოვაკი და უკრაინელი სამართალდამცველების თანამშრომლობით.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა ახალი ზელანდიის ტერაქტის შემდეგ მეჩეთების დაცვა გააძლიერა
შემდეგი სტატიასკოლის მოსწავლეების აქციას “პარასკევი მომავლისათვის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები უერთდებიან