Check-in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი იქნება

Check-in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა პროექტის 2018 წლის პრეზენტაციაზე გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლევანდელი Check in Georgia პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის დიდ ქალაქებს და თითქმის ყველა რეგიონს.
„სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყველა კუთხე უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გამოცოცხლების მხრივ. ეს იქნება კონცერტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა, გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, ჩვენი ქვეყანა რეგიონის კულტურულ ცენტრად აქციოს და გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა…ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებული, ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია Check-in Georgia-ს პროექტიც“ განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან Check-in Georgia-სთვის დახარჯული 28 მილიონიდან, მოგება მხოლოდ სამი მილიონი იყო, თუმცა მთავრობამ მისი გაგრძელება მაინც გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაში„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის დახურვა გამჭირვალობის პრინციპებს არღვევს -“საია”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : რუსეთის არაკონსტრუქციულობის ფონზე, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია