ჩეჩნეთში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა ახელმწიფომ” აიღო ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილზე წუხელ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა. ისლამისტებმა განაცხადეს, რომ თავდასხმაში დაჯგუფების კავკასიური ნაწილი მონაწილეობდა, რომელსაც “ვილაიათა კავკაზა” ქვია – “ბიბისი” ავრცელებს.
2014 წლის ბოლოს ორგანიზაცია “კავკასიის იმარატის” რამდენიმე მეთაურმა “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცა. 2015 წლის ივნისში კი “ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასია თავის პროვინციად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთში, გვარდიის სამხედრო ბაზაზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. როგორც ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს, წუხელ, ღამის ორ საათზე, ექვსი ბოევიკი ნაურის სამხედრო ნაწილს დაესხა თავს. უწყების მონაცემებით, ბოევიკებმა ძლიერი ნისლით დრო იხელთეს და სამხედრო დასახლებაში შეაღწიეს.
ორმხრივი სროლისას ბოევიკების ლიკვიდირება მოხდერხდა. ორ მათგანს თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: მე ვიქნები თქვენთან ერთად რა წამსაც დაგჭირდებით ! 599171212 -დამირეკეთ ნებისმიერ დროს