ჩეჩნეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

რუსულ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის იტუმ-კალისკის რაიონში, ხანგიხოის ხეობაში, რუსეთის სასაზღვრო ძალების Ми-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 7 პირიდან, 6 გარდაცვლილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი დაჯდომის დროს გადაიხარა, პროპელერებით მიწას შეეხო, რის შემდეგაც გადატრიალდა და ხეობაში გადავარდა.
ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ვერტმფრენში მსხდომთაგან გადარჩენილი ერთადერთი სამხედრო – ჰოსპიტალიზირებულია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კიდევ ერთი ყოფილი აგენტი მოწამლა ბრიტანეთში
შემდეგი სტატიავარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია