14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია” რუსეთში ტერორისტების სიაში ჩაწერეს

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა  “ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია” ტერორისტებისა და ექსტრემისტების ნუსხაში შეიტანა. 

ბოლო პერიოდში ფსბ აცხადებდა, რომ “იჩქერიას” მართავს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტი ახმედ ზაკაევი; ხოლო მისი მებრძოლები უკრაინასთან რუსეთის ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან და ასევე ჩართული იყვნენ დივერსიულ ოპერაციებში, რუსეთის ტერიტორიაზე.

ზაკაევი სეპარატისტული იჩქერიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. რუსეთთან მეორე ომში ის საველე მეთაური გახდა. 2001 წელს რუსეთმა ზაკაევს ტერორიზმში დასდო ბრალი და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2003 წელს ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციაზე რუსეთს უარი უთხრა.

დიდ ბრიტანეთში მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. 2024 წელს ზაკაევის წინააღმდეგ რუსეთში კიდევ ერთი საქმე აღძრეს – მოხალისეთა ბატალიონის შექმნისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ამ დროს ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების ნუსხაში შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისად არის გადაყვანილი ლაზარე გრიგორიადისი – ბაბუის კომენტარი
შემდეგი სტატიაამინდი ისევ გაუარესდება – მეტეოროლოგი ფარტენაძე