ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში რამზან კადიროვმა ხმების 99,85% მიიღო- ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით TASS წერს.
2016 წლის წინა არჩევნებში კადიროვმა, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 94,8% მიიღო, 2021 წელს კი — 99,7%.
2026 წელს ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში, კადიროვის გარდა, მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ისმაილ დენილხანოვი პარტია „სამართლიანი რუსეთის“ სახელით და ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატი ხალიდ ნაკაევი რუსეთის კომუნისტური პარტიიდან. მათ ხმების 0,05-0,05% მიიღეს.
რეგიონების მეთაურების არჩევნები კიდევ შვიდ რეგიონში გაიმართა. წინასწარი შედეგებით, იქ მოქმედი გუბერნატორები ლიდერობენ.
მორდოვიაში არტიომ ზდუნოვი ხმების 78,74%-ს იღებს, ტუვაში — ვლადისლავ ხოვალიგი 90,95%-ს, ბელგოროდის ოლქში — ალექსანდრ შუვაევი 65,97%-ს, ბრიანსკის ოლქში — ეგორ კოვალჩუკი 68,03%-ს, ტვერის ოლქში — ვიტალი კოროლიოვი 69,8%-ს, პენზის ოლქში — ოლეგ მელნიჩენკო 70,92%-ს, ხოლო ულიანოვსკის ოლქში — ალექსეი რუსსკიხი 76,65%-ს.








