ჩეჩნეთის „აფხაზეთის მოხალისეთა კავშირი“ აფხაზებს მიმართავს

ჩეჩნეთის „აფხაზეთის მოხალისეთა კავშირი“ აფხაზებს მიმართავს

aserჩეჩნეთის რესპუბლიკის „აფხაზეთის მოხალისეთა კავშირი“ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მუდმივად ვადევნებთ თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და მხარს ვუჭერთ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს. ვთვლით, რომ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარება მათ უნდათ, ვინც 2015 წელს არჩევნები წააგეს,“ – ნათქვამია განცახდებაში.
ამასთან, კავშირის წევრები აფხაზეთის მოსახლეობას მოუწდებენ, ახალგაზრდა დემოკრატიას, მშვიდობასა და სტაბილურობას გაუფრთხილდნენ.
„მოხარულნი ვართ, რომ აფხაზეთში ნამდვილი დემოკრატიაა და ყველა აქვს უფლება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ეს ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის დიდი გამარჯვებაა. იმედს ვიტოვებთ, ზოგიერთი ძალა თავისუფლების ამ ხარისხს ქვეყანაში ნეგატიური მდგომარეობისთვის არ გამოიყენებს.
მივმართავთ ჩვენს ძმებს და სხვადსახვა პოლიტიკურ ძალას, შეინარჩუნონ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა” – წერენ ჩეჩენი მოხალისეები.

banner
წინა სტატიაშიერაყის შს მინისტრი ბაღდადში აფეთქების შემდეგ გადადგა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:ბერა ივანიშვილი ბათუმის “ჰილტონში” ისვენებს