ჩეჩენური მაფიის აქტიურობა გერმანიას აშფოთებს

ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფებები კრიმინალური საქმიანობის ყველა მიმართულებით დომინირებენ. ამავე დროს, მოქმედებენ უკიდურესად სასტიკად. “ისინი მეტისმეტად მაღალი ესკალაციისთვის და ძალადობისთვის არიან მზად და სულ უფრო მეტად ფიგურირებენ საქმეებში, რომელიც მკვლელობებს ეხება” – აღნიშნულია 44 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც გერმანიის კრიმინალური პოლიციის კრიმინალურმა უწყებამ, დაზვერვის სამსახურებმა, საზღვრის და ლტოლვილთა საქმეების ფედერალურმა უწყებამ ერთობლივად გამოაქვეყნეს 9 მაისს – “დოიჩე ველე” წერს.

ადრე ჩეჩნური დაჯგუფებები ძირითადად დანაშაულებრივ მომსახურებას ეწეოდნენ, ანუ, სხვის შეკვეთებზე მუშაობდნენ. ახლა კი, მათ კონტროლქვეშ აიყვანეს სხვადსხვა კრიმინალური საქმიანობები, კერძოდ კი, ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვა, გამოძალვა, ქურდობა და სხვა.

ჩეჩნური დაჯგუფებები იტალიური მაფიის სტილში მოქმედებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალოვანი უწყებებისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. მაგალითად, დაცვის ფირმები, რომელთაც ჩეჩნები აკონტროლებენ, პოლიციის შენობის დაცვის შეკვეთებს იღებენ, კერძოდ კი, იმ შენობის დაცვის, სადაც სპეცრაზმია – წერენ მოხსენების ავტორები.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი დასრულდა
შემდეგი სტატიარუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო გარდაიცვალა