ჩეჩენი ბლოგერი გვარამიაზე: როდესაც კრემლისთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებ, აუცილებლად მოხვდები დასახვრეტთა სიაში

როდესაც კრემლისთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებ, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი ხარ, ბლოგერი, თუ ჟურნალისტი, აუცილებლად მოხვდები კრემლისთვის მიუღებელ, დასახვრეტთა სიაში. შენზე ნადირობას აუცილებლად დაიწყებენ და საყოველთაო მტრად გამოგაცხადებენ – აცხადებს ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი.

ბლოგერთან ინტერვიუ “მთავარმა არხმა” ჩაწერა. ბლოგერი ეხმაურება ელისო კილაძის გავრცელებულ ინფორმაციას ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

აბდურახმანოვი ამბობს, რომ თუ ქართველმა სპეცსამსახურებმა ქილერები მართლაც გაუშვეს ქვეყნიდან, ეს საქართველოს ღალატია:

“იმედია ეს არ მოხდება, თუმცა ნიკა გვარამიას მკვლელობა სერიოზული პოლიტიკური დანაშაული იქნება, შესაძლებელია ფიქრობენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის შესაშინებლად კეთდება, თუმცა დამიჯერეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს. ამ ადამიანმა ბევრი სიკვდილი, წამება და ბრძოლა ნახა”- ამბობს ჩეჩენი ბლოგერი.

ელისო კილაძის ინფორმაციით, ცნობილია ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტები და რატომ და ვისი დავალებით გაიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი ქვეყნიდან.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად – არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.

 

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი: რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ქართული დროშა არ უნდა ფრიალებდეს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის