16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ჩხოროწყუში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მისამართი: გობეჩიას ქუჩა) ინდივიდუალური მეწარმე ა.შ. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ”,_ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიამიქანაძე: სასკოლო ფორმები ონლაინ და ყველა მუნიციპალიტეტში გაიყიდება