“ჩცდ“ ეთერში ოქტომბერში დაბრუნდება

“ჩემი ცოლის დაქალები“ ცისფერ ეკრანს ოქტომბერში დაუბრუნდება. სერიალის სცენარისტის ქეთი დევდარიანის განცხადებით, გადაღებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

“დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ – ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ” – წერს სოციალურ ქსელში ქეთი დევდარიანი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, “ჩცდ“ ახალ ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გავა, რომელიც დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და მაუწყებლობას შემოდგომიდან დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი,რომელიც ცოლზე ძალადობდა და მეუღლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა დააკავეს
შემდეგი სტატიასასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს