ჩავუშოღლუს განცხადებები ბაქოში – ცუდი სიგნალი საქართველოსთვის

განცხადებები, რომელიც ბაქოში მეექვსე გლობალურ ფორუმსა და თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველო-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშუოღლუმ გააკეთა, შესაძლებელია საქართველოსთვის ცუდი სიგნალის შემცველი იყოს…

მინისტერიალის შემდგომ გამართული პრესკონფერენციის დრო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნულ ქვეყნებს შორის გამართული პირველი ოთხმხრივი მინისტერიალისგან კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა: „ეს მექანიზმი ჩამოყალიბდა იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც  საერთო ისტორიული და კულტურული კავშირები გაგვაჩნია. ჩვენ ხალხებს შორისაც თბილი ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ოთხივე ქვეყანა მნიშვნელოვან საერთო პროექტებს ვახორციელებთ. თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ირანს შორის კავშირები ყოველდღიურად ღრმავდება. მე მჯერა, რომ ამ ოთხეულის მიერ შექმნილი მექანიზმი, რეგიონის სტაბილურობას და მშვიდობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.  მე ასევე მჯერა, რომ ამ ოთხ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო თვალსაზრისით, ასევე ხალხებს შორის კავშირებიც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ,,

ზეოაღნიშნულ განცხადებაში საინტერესოა ერთი წიდადადება… ,,ჩვენ ოთხივე ქვეყანა მნიშვნელოვან საერთო პროექტებს ვახორციელებთ,,  … ამ თხ ქვეყანაში შედის საქართველოც, რომელიც რა თქმა უნდა სტრატეგიულ პარტნიორებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებს ანხორციელებს… თუმცა გასარკვევია რა ,,მნიშვნელოვან საერთო პროექტში,, ვართ ჩვენ ჩაბმული, რუსეთის ერთგულ მოკავშირე და დასავლეთის მოძულე ირანის ხელისუფლებასთან? ან, მომავალში რომელ ,,მნიშვნელოვან საერთო პროექტში,, აპირებს თურქეთი, ირანთან საქართველოს ჩაბმას?

ზემოაღნიშნული განცხადების შემდგომ, ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა ირანის მიზნებზე და თურქეთის როლზე რეგიონში…

„სამოქმედო გეგმა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, საბაჟოს მსგავს საკითხებს მოიცავს. მომდევნო პროცესში ეს 4 ქვეყანა ამ საკითხზე ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამს. გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ახლა ამ სარკინიგზო ხაზზე მიერთება ირანსაც სურს,, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლო დროს რუსეთის პარალელურად ირანთან დააახლოებილი თურქეთის ხელსუფლება, ირანისთვის საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ევროპაში გასასვლელის გაჭრას ცდილობს. მოგეხსენათ, რომ ბოლო დროს, სირიის და პალესტინის კონფლიქტებში ირანის ნეგატიური როლის გამო, ირანს ტვირთების ნაკადებთან პრობლემები აქვს, რადგან  ნატო და ევროკავშირის ქვეყნები გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ამ ქვეყანას. ირანულ საზღვაო პორტებში, ამჟამად ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან გემებიც არ შედიან, რის გამოც ირანის პორტებისთვის განკუთვნილი გარკვეული ტვირთები, უფრო გრძელი გზით და მათ შორის ქართული პორტების გავლითაც მოძრაობენ.

თურქეთი, რომელიც აშშ და ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ ნატოს წევრია, დიდი ხანია ირანული ენერგორესურსებით სარფიანად სარგებლობს და სირიის კონფლიქტშიც, ფაქტიურად რუსეთ-ირანთან იმყოფება კოალიციაში, ამიტომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ირანის მიბმით, ის ცდილობს ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნბთან საკუთარი პოზიციების განმტკიცებას. თუმცა რამდენად მისაღები იქნება ეს პოზიციები დასავლეთისთვის და რამდენად სახიფათო საქართველოსთვის, ამაზე დაფიქრება  საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად მართებს.

საქართველოსთვის, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი იყო ჩავუშოღლუს მიერ დღეს ბაქოში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც მან, რეგიონში თურქეთის და აზერბაიჯანის როლს გაუსვა ხაზი ისე, რომ საქართველო ამ კონტექსტში არ უხსენებია. ჩავუშოღლუს თქმით, ,,თურქეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და ირანმა ოთხმხრივი შეხვედრა პირველად გამართეს და ეს, რეგიონში აზერბაიჯანისა და თურქეთის როლზე მიუთითებს,,

 

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

 

banner
წინა სტატიაშიდაღესტანელი ბავშვები პუტინს: ტფუ… ნახვამდის, შენ ჩვენ არ გვჭირდები (ვიდეო)
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის მოქალაქემ 5 წლის გოგონა მოკლა