“ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არსებობს” – სომხეთის მიმართულებით მოძრავი საზენიტო დანადგარები

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარები საქართველოს ტერიტორიიდან შეიტანეს, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. “ევროპულ საქართველში” ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური გაუმართავად მუშაობს:

„საზენიტო დანადგარი, რომელიც საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მიდის და ამის საქმის კურსში ქვეყნის უსაფრთხოება არ არის, ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა უნდა გაერკვიონ იმაში რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსულია ეს დანადგარი და დაკავებულია დე ფაქტო ყარაბახის ტერიტორიაზე. დანარჩენი დასადგენია, დასადგენი აქვს საქართველოს ხელისუფლებას პირველ რიგში, მოხდა თუ არა მართლაც საქართველოს ტერიტორიიდან ამ საზენიტო დანადგარის გადასვლა,“-განაცხადა თენგიზ გუნავამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა- გახარია
შემდეგი სტატიასამთავრობო ქალაქი და ნარმანიას გეგმები გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე