ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს

ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ისინი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყვნენ დაკავებულები.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით, ისინი სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას სოციალური ქსელით გაავრცელებენ.

„იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია რაღაცა მესიჯს მიიტანს ხელისუფლებასთან. უკვე სათვალავი აგვერია, მერამდენე მუშა, მშრომელი გარდაიცვალა სამუშაო ადგილას იმის გამო, რომ სახელმწიფო, „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს მინიმალური აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დანერგვას სამუშაო ადგილზე. ალბათ გაგრძელდება პროტესტი. ბუნებრივია, რომ უნდა გაგრძელდეს“, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებულმა დავით სუბელიანმა ვაკის პოლიციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმითხრა, ემზარ, ჩიხში ვართ შეყვანილი და რა გავაკეთოთ? მიშველე რამე! მე ვუთხარი…
შემდეგი სტატიადედოფალი ანა პოლიციაში დაიბარეს