ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

გზაზე შეზღუდვა 24-25 დეკემბერს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს, კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს
შემდეგი სტატია25 გარდაცვლილი და 100 დაშავებული – ხანძარი საუდის არაბეთში