ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილია

ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, დღეს დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილია. დაცვის სამსახური ჟურნალისტებს შიდა პერიმეტრზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

ჭავჭავაძის 5 ნომერში, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დამკვეთია შპს „ლეჩკომბინატი N1“.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან
შემდეგი სტატიაუკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ხალხს რეალური ცვლილებები სურს