ჭავჭავაძეზე პატრული ქვეითს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

region
ავტ.: region დეკემბერი 6, 2020 13:38

ჭავჭავაძეზე პატრული ქვეითს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ქვეითად მოსიარულე, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შუახნის ქალის მდგომარეობა მძიმეა.

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა”.- ამბობს ექიმი.

ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითად მოსიარულეს გუშინ, 5 დეკემბერს დაეჯახა.

პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

region
ავტ.: region დეკემბერი 6, 2020 13:38