,,ჩავარდა პირველი და მეორე სპექტაკლი, ახლა გვთავაზობენ პირველი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც სასაცილოა”

ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, შემდეგ მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა აქტუალურიც აღარ არის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საუბრების შინაარსი აბსოლუტურად კომიკურია.

„ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე. საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც გვესმის ჩანაწერებში. შესაბამისად, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას თავიდანვე ვამბობდი. ავთენტურობაში კი არ არის საქმე. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური იმ საუბრების, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ჯერ აუდიოვერსიის სახით და შემდეგ ვნახეთ უკვე ვიდეოვერსიის სახით. ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მეორე სპექტაკლი, ახლა დაიწყო პირველი სპექტაკლის მეორე სერია. ესეც ჩავარდება. ჯობდა, რომ სხვა გარემოში წარმართულიყო საარჩევნო კამპანია, წარმართულიყო ევროპულ სტილში. კობდა, კანდიდატებს ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე და არა იმაზე, რაზეც საუბრობს დღეს „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ერთი რამე უკვე ცხადია – დამთავრდა 10 საათზე ძილის ეპოქა
შემდეგი სტატიაშსს-მ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო