27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ჩავაგდეთ კაფსულა და…”— კობახიძე სამეგრელოში დევნილებს ბინებს კიდევ ერთ წელში პირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სენაკსა და ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს გაეცნო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ძირითადი ფაზა დასრულებულია და დაახლოებით ერთ წელიწადში 1 700 ოჯახი ახალ ბინას მიიღებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„დაახლოებით, 1.5 წლის წინ აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ხედავთ, რომ 1 700 დევნილი ოჯახისთვის უკვე აშენებულია კორპუსები. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, — განაცხადა პრემიერმა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ სენაკში ადგილობრივი წარმოება და საგანმანათლებლო კერაც მოინახულა. მისი თქმით, პირველი ობიექტი აგრარული საწარმო იყო, სადაც ქართული ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მსგავს ბიზნესებს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს. ასევე, პრემიერმა დაათვალიერა სენაკის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.

banner
წინა სტატიაში“სად არის კობახიძის პასუხისმგებლობა, როცა პოლიცია ჯგუფურად ძალადობს?” — სამუშია
შემდეგი სტატია“ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს!”- სააკაშვილი ოპოზიციას გეგმის არქონის გამო აკრიტიკებს