ჭაში ჩასული მამა-შვილი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში 62 წლის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მამაკაცი გზის პირას მდებარე ჭაში ჩავიდა და წყლის სოფლის სხვა უბანზე გადამისამართებას ცდილობდა. თუმცა, ამოსვლა ვეღარ შეძლო.

მის დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, საიდანაც ამოსვლა ვერც მან მოახერხა და ადგილზე სამაშველო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. უგონო მდგომარეობაში მყოფი 40 წლის კაცი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის “ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს
შემდეგი სტატიაპრემიერი: ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს