ჩასაფრებული სპეცრაზმელები 9 აპრილის ბაღში მოქალაქეებს დამიზნებით ესვრიან

ჩასაფრებული სპეცრაზმელები 9 აპრილის ბაღში მოქალაქეებს დამიზნებით ესვრიან. აქციის დაშლის შემდეგ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და სკვერში გაფანტულ მოქალაქეებს პოლიცია რეზინის ტყვიებს ჩასაფრების ადგილიდან ესვრის.

დარბევისას საკმაოდ ბევრი ადამიანი დაშავდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.

მათ მრავლობითი დაზიანებები, რეზინის ტყვიებით აქვთ მიყენებული. ძირითადად ჭრილობები ყელისა და თავის არეში აღენიშნებათ. ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ტერიტორიას წმენდენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშემზარავი კადრები რუსთაველიდან – სპეცრაზმმა აქტივისტებს გადაუარა