ჭართალასა და მუგუდას სასაფლაოზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მცხეთისკენ დაიძრნენ

ჭართალასა და მუგუდას სასაფლაოზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მცხეთისკენ დაიძრნენ. მას შემდეგ, რაც მძიმე ტექნიკამ სასაფლაოზე მუშაობა განაახლა, მოსახლეობამ გადაწყვიტა, აქცია მცხეთაში გააგრძელონ, სადაც ამ დროისთვის კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

დუშეთის რაიონ​ის სოფელ​ ჭართალას მოსახლეობა სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟს აპროტესტებს. მთ დილით სოფლის სასაფლაოზე იმ ადგილას გადაინაცვლეს, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ, მუშებმა მძიმე ტექნიკის მუშაობა შეაჩერეს, თუმცა მოგვიანებით ისევ განაახლეს. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. ​აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დამონტაჟება მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს
შემდეგი სტატიასაქმე, რომლის გამოც ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა