Charlie Hebdo-მ იტალიის მიწისძვრაზე კარიკატურაში მიცვალებულები ლაზანიასთან ერთად დახატა

2ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo იტალიის მიწისძვრის თემაზე კარიკატურა გააკეთა. ნომერი 31 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ დღეს გაავრცელეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.
კარიკატურაზე მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ქალი და მამაკაცი ჩანს, რომლებიც ფენებად დალაგებული ცხედრების ფონზე დგანან. მამაკაცის ქვეშ წარწერაა “ტომატის სუსიში”, ქალის ქვეშ წარწერილია “შემწვარი პასტა”. გარდაცვლილთა გორას კი ლაზანია დაარქვეს.
მიმდინარე ნომრის ბოლო ფურცლებზე მიწისძვრის თემაზე, ასევე, დაბეჭდილია ანეგდოტი ტერორისტისგან: “დაახლოებით 300 დაღუპულია იტალიაში მიწისძვრის შედეგად. ჯერ უცნობია, მიწისძვრამდე ისმოდა თუ არა “ალაჰ აკბარ”.

იტალიაში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ქალაქი სრულიად განადგურდა. დაიღუპა 280 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიალეპოში ბავშვებმა საცურაო აუზი ჭურვის კრატერში მოიწყვეს
შემდეგი სტატიაპარიზის გარეუბანში თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა